„სავარძელი“ ელდარ შენგელაიას ახალი ფილმია, რომლის პრემიერაც 2017 წელს მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
„ელდარ შენგელაიას სარეჟისორო მოღვაწეობა ათეულობით წელს ითვლის. ყველასთვის საყვარელი ფილმებით „შერეკილები“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, ავტორმა, ქართულ კინოში მთელი ეპოქა შექმნა. მის სახელს უკავშირდება, არაერთი საერთაშორისო ჯილდო და საპატიო პრემია. ლეგენდარულ ქართველ რეჟისორს წელს 85 წელი შეუსრულდა“, - ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის განცხადებაში.
პრემია „ნიკას“ რუსეთის კინოაკადემია ყოველწლიურად გასცემს. წელს დაჯილდოების საზეიმო ცერემონია მოსკოვში 31-ედ გაიმართა. გასულ წელს იგივე ნომინაციაში გამარჯვებული კიდევ ერთი ქართველი რეჟისორი - რუსუდან გლურჯიძე გახდა ფილმით „სხვისი სახლი“.