weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ალექსანდრე ყაზბეგის მუზეუმს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

14:53 პარასკევი, 13 აპრილი 2018

დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 5 აპრილს მიიღო. 

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ძეგლს შეიძლება განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია, თუ მას აქვს გამორჩეული მხატვრული ან ესთეტიკური ღირებულება ან თუ იგი დაკავშირებულია უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენასთან, პიროვნებასთან, ერის განვითარების ეტაპთან და გამორჩეულ ზოგად ეროვნულ ღირებულებებთან.

ალექსანდრე ყაზბეგის მამისეული ორსართულიანი სახლი, სადაც ამჟამად სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმიც არის განთავსებული, 1809–1814 წლებშია აშენებული. იქვეა კარის ეკლესია და მწერლის საფლავიც.

სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი 1934 წელს დაარსდა. მუზეუმში განთავსებულია ალექსანდრე ყაზბეგის კუთვნილი ნივთები, ავეჯი, რეგიონის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური მასალა და ბეთლემის გამოქვაბულიდან ჩამოტანილი კარი, ჯაჭვი, შანდლები, ლურსმნები და საეკლესიო სიწმინდეების შესანახი ხის ყუთები.

მუზეუმის რეაბილიტაცია ერთი წლის წინ დაიწყო და სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მუზეუმის განახლებას მსოფლიო ბანკი 1 მლნ 549 ათასი ლარით აფინანსებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]