weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლეგენდარული ოსკაროსანი რეჟისორი მილოშ ფორმანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

15:02 შაბათი, 14 აპრილი 2018

აღიარებული ჩეხი სცენარისტი და რეჟისორი, ორი ოსკარის მფლობელი მილოშ ფორმანი 81 წლის ასაკში, კონექტიკუტის შტატის ქალაქ უორენში არსებულ საკუთარ სახლთან ახლოს მდებარე დანბერის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

რეჟისორის მეუღლის თქმით, მილოშ ფორმანი მშვიდ გარემოში, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

იან ტომაშ, იგივე მილოშ ფორმანი სოციალისტური ბლოკის ქვეყნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო, რომელმაც სახელი შერთებულ შტატებში გადასახლების შემდეგ, ჰოლივუდში გაითქვა. საყოველთაო აღიარება და კინოაკადემიის პრესტიჟული ჯილდო ოსკარი რეჟისორმა ორჯერ მოიპოვა ფილმებით - „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ (1975) და „ამადეუსი“ (1984). აღსანიშნავია, რომ ორივე ფილმი იმავე წლის ოსკარებზე წლის საუკეთესო ფილმებად დაასახელეს.

რეჟისორის ფილმოგრაფიაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფილმებს: „რეგტაიმი“ (1979), „ვალმონი“ (1989), „ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ“ (1996), „ადამიანი მთვარეზე“ (1999) და „გოიას მოჩვენებები“ (2006).

მილოშ ფორმანი ასევე იყო 1985 წლის კანისა და 2000 წლის ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალების ჟიურის პრეზიდენტი.

რეჟისორი სამჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში და ორი მეუღლისგან ოთხი ვაჟი (ორი ტყუპი) ჰყავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]