weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქუთაისის უნივერსიტეტში პოლონურ-ქართული კვლევითი ცენტრი გაიხსნა

12:04 ოთხშაბათი, 18 აპრილი 2018

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრი გაიხსნა. ცენტრს ცნობილი პოლონელი არქეოლოგის, სტეფან კრუკოვსკის სახელი მიენიჭა, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის პალეოლითის ხანის საქართველოს შესწავლაში.

პოლონეთი პირველი ქვეყანაა, რომელიც საქართველოში მუდმივმოქმედი არქეოლოგიური მისიით იქნება წარმოდგენილი.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტაციის ცნობით, ამ ეტაპზე, კრუკოვსკის სახელობის მულტიდისციპლინარული კვლევითი ცენტრის პრიორიტეტს ქუთაისის ძველი კოლხური კულტურული ლანდშაფტის კვლევა წარმოადგენს. კვლევის ფარგლებში ქართულ-პოლონური არქეოლოგიური ექსპედიციის პირველადი სამუშაოები 2017 წელს დაიწყო.

„აღნიშნული კვლევები საფუძველს ქმნიან მომავალ წლებში განისაზღვროს ქუთაისის ძველი კოლხური კულტურული ლანდშაფტის ზოგადსაკაცობრიო ღირებულება და პოლონელი ექსპერტების დახმარებით დაიწყოს მუშაობა მისი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენად“, - განაცხადეს ადმინისტრაციაში.

პოლონურ-ქართული კვლევითი ცენტრის გახსნას კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩიც დაესწრნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]