weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ისტორიაში პირველად კანის კინოფესტივალზე ქართული წიგნი მოხვდა

14:02 ოთხშაბათი, 18 აპრილი 2018

ისტორიაში პირველად კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე პროგრამაში - Shoot The Book (გადაიღე წიგნი), 10 ფინალისტს შორის ქართველი მწერლის, აკა მორჩილაძის რომანი მოხვდა. პროგრამაში ევროპის მასშტაბით 300-მდე წიგნი მონაწილეობდა.

ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა უფლება მოიპოვა, თითო ქართველ გამომცემელს თითო წიგნი წარედგინა. სპეციალურმა ჟიურიმ 300-მდე აპლიკაციიდან 10 საუკეთესო დაასახელა, მათ შორისაა აკა მორჩილაძის Obolé.

აღნიშნულ ქართულ რომანს 15 მაისს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის საავტორო უფლებების მენეჯერი, მიხეილ ციხელაშვილი 200-მდე პროდიუსერის წინაშე წარადგენს.

Obolé -ს მთავარი გმირი სახელად ირაკლი, მურის ციხისთავების შთამომავალი, გათბილისელებული ბიჭია, რომელიც ორი დღით ჩადის დაბაში პაპისეული სახლის სახურავის შესაკეთებლად, რის შემდეგაც მისი თავგადასავალი იწყება.

კრიტიკოსები Obolé -ს 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქართულ ტექსტად მიიჩნევენ. 2018 წელს Obolé გერმანულად, იტალიურად და აზერბაიჯანულად გამოიცემა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]