შეხვედრას იაპონიაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ლევან ცინცაძე დაესწრო.
დავით ტყემალაძე და თინათინ კეზელი საქართველოში იაპონიის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, საგამოფენო სივრცის Terrada Warehouse, ტოკიოს ეროვნული „უენოს“ მუზეუმისა და ასევე „ნეზუს“ მუზეუმის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
2018 წელს იაპონიაში, ადგილობრივ საგამოფენო სივრცეზე ადაპტირებული უმნიშვნელოვანესი გამოფენა „საქართველო - ღვინის აკვანი“ გაიმართება. აღნიშნული გამოფენა გასულ წელს საფრანგეთში, ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში (Cité des Civilisations Du Vin) 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ქართული ექსპოზიციის ნახვის შესაძლებლობა ათეულ ათასობით ვიზიტორს მიეცა.