weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

თბილისში უკრაინული კინოს ფესტივალი გაიმართება

11:59 ხუთშაბათი, 26 აპრილი 2018

26-29 აპრილს თბილისში უკრაინული კინოს ფესტივალი სახელწოდებით „უკრაინა ფოკუსში“ ჩატარდება. თანამედროვე უკრაინული ფილმების ჩვენება კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება და სეანსებზე დასწრება ყველა სტუმრისთვის უფასოა.

ღონისძიებას უკრაინის კულტურის მინისტრი ევგენ ნიშჩუკი დაესწრება. 27 აპრილს კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება გახმაურებული უკრაინული სამხედრო დრამა „კიბორგები“, სადაც ნიშჩუკმა ეპიზოდური როლი შეასრულა.

ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ფილმები: „სხვისი ლოცვა“ (რეჟ. ახტემ საიტაბლაევი), „ზღვარი“ (რეჟ. პიტერ ბობჟაკი), „ძიძიო კონტრაბასი“ (რეჟ.ოლეგ ბორშჩევსკი, 2017 წელი), ასევე - ანიმაცია „ციხე-სიმაგრე“ (რეჟ. იური კოვალიოვი).

კინოფესტივალის ორგანიზატორები არიან კომპანიები - FX Film Georgia და JS Films. ღონისძიება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, კინოს საკითხებში უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოში უკრაინის საელჩოს, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, ოდესის საერთაშორისო კონოფესტივალისა და კომპანიის Solar Media Entertament მხარდაჭერით გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]