weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

35-წლიანი პაუზის შემდეგ ABBA ახალ სიმღერებს გამოუშვებს

13:17 შაბათი, 28 აპრილი 2018

1983 წლის შემდეგ პირველად, შვედური მუსიკალური კვარტეტი ABBA ორ ახალ სიმღერას გამოუშვებს. ინფორმაცია პოპ-ჯგუფმა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ABBA-ს წევრები შესაძლოა ასაკში არიან, მაგრამ სიმღერები ახალია.

ჯგუფის წევრმა ბიორნ ულვეუსმა გასულ კვირას ასევე ისაუბრა ABBA-ს ახალ პროექტსა და ჯგუფის მომავალზე. მისი თქმით, ახალი ორსაათიანი შოუს წარმოებით ტელეარხები BBC და NBC დაკავდებიან. ვიდეოპროექტში ჯგუფის წევრები კომპიუტერული გრაფიკით იქნებიან შექმნილი მათივე ახალგაზრდობის გარეგნობის მიხედვით.

ორი წყვილისგან შემდგარი ABBA შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში 1972 წელს ჩამოყალიბდა. ინგლისურენოვან სიმღერებს ბენი ანდერსონი და ბიორნ ულვეუსი წერდნენ, აგნეტა ფელტსკუგი და ანი-ფრიდ ლიუნგსტადი კი მთავარი ვოკალისტები იყვნენ. პოპ-ჯგუფი მალე იქცა ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად მუსიკალურ ჯგუფად. ABBA-მ სიმღერით “Waterloo” 1974 წლის ევროვიზიის კონკურსი მოიგო. ჯგუფს დღემდე გაყიდული აქვს 375 მილიონზე მეტი დისკი მთელ მსოფლიოში. ჯგუფს უდიდესი პოპულარობა მოუტანა სიმღერებმა: "Mamma Mia", "Money, Money, Money", "Dancing Queen", "Gimme! Gimme! Gimme!" და სხვა ცნობილმა ჰიტებმა.

ABBA-ს პოპულარობის პერიოდში ორივე დაქორწინებული წყვილის ურთიერთობები დაიძაბა. 1979 წელს ულვეუსი და ფელტსკუგი განქორწინდნენ, ხოლო 1981 წელს - ანდერსონი და ლიუნგსტადი, რამაც გავლენა იქონია ჯგუფის შემოქმედებაზე. 1983 წლიდან, ABBA-ს დაშლის შემდეგ ბენი ანდერსონი და ბიორნ ულვეუსი სცენისთვის მუსიკის შექმნას განაგრძობდნენ, ხოლო ანი-ფრიდ ლიუნგსტადი და აგნეტა ფელტსკუგი სოლო კარიერებით დაკავდნენ, რომლებსაც ნაკლები წარმატება ხვდა წილად.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]