წელს საქართველოში ამ დღის აღნიშვნა თბილისის ჯაზის საერთაშორისო 21-ე ფესტივალს ემთხვევა. დღეს, თბილისის ივენთ ჰოლში კონცერტს გამართავენ Miles Electric Band-ის მუსიკოსები რევი კოლტრეინის მონაწილეობით.
ჯაზის საერთაშორისო დღე UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით, 2011 წლიდან აღინიშნება. UNESCO-ს გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა მსოფლიოს ხალხთა სხვადასხვა ჯგუფების გაერთიანებას თარიღის აღსანიშნავად, ჯაზის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ხაზგასმას და იმის გაცნობიერებას, თუ როგორ გახდა ჯაზი ამა თუ იმ კულტურის ნაწილი.