weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

დღეს აქცია „ღამე მუზეუმში“ გაიმართება

13:56 შაბათი, 27 მაისი 2017

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, დღეს, 27 მაისს, აქცია „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა. აქციის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი მუზეუმები თბილისისა და რეგიონების მასშტაბით. დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის 1 საათამდე იქნება ღია და ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება. მანამდე კი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, თბილისის სხვადასხვა უბანს, სლოგანით - „მოდი ღამე მუზეუმში“, მოხატავენ და დამთვალიერებლებს მუზეუმებში მისვლისკენ მოუწოდებენ.

მგზავრთა თავისუფალი გადაადგილების მიზნით, თბილისის მერიის მიერ დაწესდა ავტობუსების უფასო სპეციალური მარშრუტები. აღნიშნული ავტობუსები, აბრით - „ღამე მუზეუმში“, აქციის ფარგლებში ჩართული მუზეუმების მიმართულებით იმოძრავებს. აქციის ფარგლებში მგზავრთა ავტობუსებით მომსახურება სხვადასხვა სამარშრუტო ნომრებზე გახანგრძლივდება 2017 წლის 28 მაისის 01:30 საათამდე.

თბილისის მუზეუმებში დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]