ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი მუზეუმები თბილისისა და რეგიონების მასშტაბით. დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის 1 საათამდე იქნება ღია და ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება. მანამდე კი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, თბილისის სხვადასხვა უბანს, სლოგანით - „მოდი ღამე მუზეუმში“, მოხატავენ და დამთვალიერებლებს მუზეუმებში მისვლისკენ მოუწოდებენ.
მგზავრთა თავისუფალი გადაადგილების მიზნით, თბილისის მერიის მიერ დაწესდა ავტობუსების უფასო სპეციალური მარშრუტები. აღნიშნული ავტობუსები, აბრით - „ღამე მუზეუმში“, აქციის ფარგლებში ჩართული მუზეუმების მიმართულებით იმოძრავებს. აქციის ფარგლებში მგზავრთა ავტობუსებით მომსახურება სხვადასხვა სამარშრუტო ნომრებზე გახანგრძლივდება 2017 წლის 28 მაისის 01:30 საათამდე.
თბილისის მუზეუმებში დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.