შვედეთის აკადემია აღნიშნული ხასიათის სკანდალის გამო რამდენიმე წევრმა დატოვა. განცხადების თანახმად, სკანდალებმა პრემიის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა შეამცირა.
შვედეთის აკადემიის ირგვლივ სექსუალური სკანდალი გასული წლის ნოემბერში აგორდა, როდესაც ფოტოგრაფი ჟან-კლოდ არნო 18-მა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ფოტოგრაფი შვედეთის აკადემიის დაფინანსებით, კულტურულ პროექტს ახორციელებდა. ჟან-კლოდ არნო კომიტეტის წევრის, პოეტისა და მწერლის, კატარინა ფროსტენსონის მეუღლეა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ომის პერიოდის გარდა, რა დროსაც ნობელის პრემია 6 წლის განმავლობაში არ გაიცემოდა, აკადემიის ისტორიაში მხოლოდ ერთი წელი იყო, როდესაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია არავის აუღია - 1935 წელს აკადემიამ ღირსეული კანდიდატი ვერ შეარჩია.