weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დუშეთში „ილია ჭავჭავაძის სასამართლოს“ გადასარჩენად პეტიცია შეიქმნა

17:19 კვირა, 28 მაისი 2017
დუშეთში „ილია ჭავჭავაძის სასამართლოს“ გადასარჩენად პეტიცია შეიქმნა ფოტო © ბადრი ვადაჭკორია

საინიციატივო ჯგუფი დუშეთის სასამართლოს ყოფილი შენობის გადასარჩენად, სადაც 1864 - 1873 წლებში მომრიგებელ მოსამართლედ ილია ჭავჭავაძე მუშაობდა, პეტიციით მიმართავს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, მუნიციპალური განვითარების ფონდსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

„ილიასეული სასამართლო შენობის მდგომარეობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, უკიდურესად მძიმეა არასათანადო მოპყრობის გამო. ვითხოვთ: მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით დაუყოვნებლივ გაფორმდეს ძეგლის მესაკუთრეებთან ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება; ამოქმედდეს კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება შენობის დაცვის მიზნით, მათ შორის პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებით; დაიწყოს შენობის გადასარჩენად ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით დიალოგი და რეალური ქმედითი ღონისძიებების გატარება“, – აღნიშნულია პეტიციაში.

დუშეთში, ჭავჭავაძის 25–ში მდებარე სასამართლოს ყოფილი შენობა, რომელიც მე–19 საუკუნეშია აშენებული, სანაგვედ და საქონლის თავშესაფრად არის ქცეული. ილიას „სამუშაო ოთახში“ და სასამართლოს დარბაზში ბოსელია. შენობა ინგრევა. ძეგლი კერძო საკუთრებად რამდენიმე წლის წინ დარეგისტრირდა და ამჟამად რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]