დანარჩენი მთავარი კინოჯილდოები კი ჟიურის გადაწყვეტილებით ასე გადანაწილდა:
ფესტივალის გრან-პრი წილად ხვდა 1990-იანი წლების დასაწყისის აივ-ინფიცირებული აქტივისტების შესახებ შექმნილ ფრანგულ დრამას, რეჟისორ რობინ კამპილოს ფილმს – „120 დარტყმა ერთ წუთში“.
ჟიურის პრიზით აღიარებული რუსი რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი დაჯილდოვდა ფილმისთვის – Нелюбовь.
საუკეთესო რეჟისორის პრიზი ამერიკელმა ოსკაროსანმა ქალმა რეჟისორმა, სოფია კოპოლამ მოიპოვა ისტორიული დრამით - The Beguiled და კანის ფესტივალის აღნიშნულ ჯილდოს კარიერაში მეორედ დაეუფლა.
საუკეთესო სცენარისთვის განკუთვნილი ჯილდო ფესტივალის ჟიურიმ ორ ფილმს არგუნა – საუკეთესო დრამატურგიისთვის დაჯილდოვდნენ: შოტლანდიელი ქალი რეჟისორ-სცენარისტი ლინ რემზი თრილერი ფილმისთვის – You Were Never Really Here და ოსკარის ნომინანტი ბერძენი რეჟისორი და სცენარისტები, იორგოს ლანთიმოსი და ეფთიმის ფილიპუ, ინგლისურენოვანი ფსიქოლოგიური თრილერისთვის – „წმინდა ირმის მკვლელობა“ (The Killing of a Sacred Deer), სადაც მთავარ როლებს ჰოლივუდის ვარსკვლავები, ნიკოლ კიდმანი და კოლინ ფარელი ასრულებენ.
მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ხოაკინ ფინიქსი დაჯილდოვდა რეჟისორ ლინ რემზის ფილმისთვის (You Were Never Really Here), სადაც 42 წლის მსახიობმა სექს-ტრეფიკინგთან მებრძოლი ომის ვეტერანის როლი შეასრულა.
ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი პრიზი ცნობილმა გერმანელმა მსახიობმა დიანა კრიუგერმა მიიღო გერმანული დრამისთვის – Aus dem Nichts (არსაიდან).
კანის წლევანდელ ფესტივალზე ასევე გაიცა ათწლეული სპეციალური ჯილდო - 70-ე იუბილის პრიზი, რომელიც ნიკოლ კიდმანს გადაეცა.