პირველი კონცერტი გურიაში, ჩოხატაურში 17 მაისს გაიმართება; 18 მაისს კონცერტი დაგეგმილია ქუთაისში; 9 ივნისს - ხობში; 10 ივნისს - ბათუმში; 30 ივნისს - ლაგოდეხში; 15 სექტემბერს - მარნეულში; 16 სექტემბერს - გარდაბანში; 14 ივლისს კი - ერგნეთში.
კონცერტზე ანსამბლი „ერისიონის“ მიერ შესრულებული იქნება საქართველოს ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი ხალხური სიმღერები და ცეკვები.
„ქართული ხალხური სიმღერა არის მრავალხმიანი ფენომენი, რომლის მსგავსი მსოფლიოში არა არსებობს. განსაკუთრებით საყურადღებოა გურული შემოქმედება, რომელიც ხშირად 5-ხმიანია, ცეკვები კი ასახავს ქართველი ხალხისთვის დამახასიათებელ მოძრაობებს და ილეთებს, ეს ყველაფერი კი გაერთიანებულია ულამაზეს ნახაზებში. ჩვენი ანსამბლის მთავარი მიზანი და დანიშნულებაა, რომ სიმღერები და ცეკვები წარმოადგინოს გაერთიანებული სახით სხვადასხვა ფერხულების და ზეიმების სახით, რასაც აკეთებს შესანიშნავად. კონცერტში გამოყენებულია თანამედროვე გახმოვანება და განათება, რაც ქმნის ულამაზეს სანახაობას“, - განაცხადეს ანსამბლში.
Check in Georgia-ს პროექტს საქართველო უკვე მესამედ მასპინძლობს. წლევანდელი Check in Georgia-ს ქოლგის ქვეშ გაერთიანდა თითქმის ყველა მასშტაბური ფესტივალი, რომელიც საქართველოში აქამდე ტარდებოდა, მათ შორის ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, თბილისის საერთაშორისო თეატრალური და ფოტო ფესტივალები, რეგიონალური თეატრების ფესტივალი, საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი „Ad Black Sea“ და სხვა.