ევროვიზიის სიმღერის რიგით 63-ე კონკურსის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 18 კონკურსანტიდან ფინალში 10 გადავიდა. ეს ქვეყნებია - სერბეთი, მოლდოვა, უნგრეთი, უკრაინა, შვედეთი, ავსტრალია, ნორვეგია, დანია, სლოვენია და ჰოლანდია. პირველი ნახევარფინალი 8 მაისს ჩატარდა და ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: ავსტრია, ესტონეთი, კვიპროსი, ლიტვა, ისრაელი, ჩეხეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, ფინეთი და ირლანდია.
წესების მიხედვით, თითო ნახევარფინალიდან ფინალში 10 ქვეყნის წარმომადგენელი გადადის, სადაც მათ უერთდებიან დიდი ხუთეულის ქვეყნები (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი) და გამარჯვებული ქვეყნის წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში, პორტუგალია.
„ევროვიზია 2018“-ის ფინალი 12 მაისს გაიმართება. ფინალში ხმის მიცემა შეუძლია კონკურსში მონაწილე 43-ვე ქვეყანას.