ბაადურ წულაძე ბათუმში 1935 წლის 5 მარტს დაიბადა. 1961 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი ალექსანდრ დოვჟენკოს და მიხეილ ჭიაურელის ხელმძღვანელობით.
პირველად, როგორც მსახიობი, ბაადურ წულაძე გამოჩნდა მიშა კობახიძის ფილმში „ქორწილი“.1961 წლიდან მუშაობდა რეჟისორად კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. 1969 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი იყო, შესრულებული აქვს ორმოცდაათზე მეტი კინოროლი. ბაადურ წულაძეს მიღებული აქვს პრიზები რიგის სპორტული ფილმების მესამე საკავშირო ფესტივალზე; დსთ და ბალტიისპირეთის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალზე „კინოშოკი“ – ჟიურის სპეციალური პრიზი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „თბილისი-თბილისი“. ერთ-ერთი ბოლო ფილმი, რომელშიც მან ითამაშა, 2005 წელს გადაღებული „მიდიოდა მატარებელია“.