weather cur horoscope tv
ნოემბერი 03, 2024

საქართველოში მოკლემეტრაჟიანი ფილმების მარათონი ParaShoot ჩატარდება

11:20 ორშაბათი, 14 მაისი 2018

დემოკრატიის ლაბორატორიასთან თანამშრომლობით, პროფესიონალი და მოყვარული ფილმის შემქმნელებისთვის აცხადებს მოკლემეტრაჟიანი ფილმების მარათონს სახელად - ParaShoot.

მარათონის მიზანია, 72 საათში შექმნილი ორიგინალური დოკუმენტური ფილმების დახმარებით წამოწიოს სოციალური საკითხები. მარათონი მხარს უჭერს კინოინდუსტრიაში ახალი სახეების გამოჩენასა და აკავშირებს ამ სფეროს პროფესიონალებს ფილმის შინაარსის შემქმნელ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ParaShoot-ში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი გამოცდილებისა და უნარის მქონე სცენარისტებს, რეჟისორებსა და პროდიუსერებს საქართველოს ყველა რეგიონიდან. ჯგუფებს ექნებათ 72 საათი იმისათვის, რათა დაგეგმონ, გადაიღონ და დაამონტაჟონ მოკლემეტრაჟიანი ფილმი პროფესიონალური მოწყობილობებითა თუ მობილური ტელეფონით.

ექსპერტთა გუნდი გამარჯვებულ ფილმებს ორ კატეგორიაში შეარჩევს, ესენია: პროფესიონალები და მოყვარულები. პროექტის პარტნიორები გამარჯვებულ გუნდებს დააჯილდოებენ სხვადასხვა პრიზით (Macbook Pro, iPad Pro) და ფულადი პრემიით (3000 ლარი), რათა მომავალშიც განაგრძონ სოციალური თემების მხარდაჭერა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება საუკეთესო ფილმების ღია ჩვენება.

ParaShoot გაიმართება 2018 წლის 1-3 ივლისს. დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.demlab.ge/marathon

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]