weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბრიტანელი მწერალი ჰოლი სმეილი 31 მაისს საქართველოს ესტუმრება

11:01 შაბათი, 19 მაისი 2018

წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, 31 მაისს, მსოფლიო ბესტსელერის „გიკი გოგოს“ ავტორი, ჰოლი სმეილი თბილისში ჩამოვა. ის საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვევა და ერთი კვირით დარჩება. ამ პერიოდში ჰოლი სმეილი მკითხველთან საჯარო შეხვედრას ორჯერ გამართავს.

31 მაისს, ჰოლი სმეილი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის გახსნას დაესწრება და 14:00 საათზე, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონის სცენაზე ქართველ მკითხველს შეხვდება, წარადგენს „გიკი გოგოს“ მე-5 ნაწილს, რომლის გამოცემაც სპეციალურად ფესტივალისთვის იგეგმება. ავტორი უპასუხებს დამსწრე აუდიტორიის შეკითხვებს და დაარიგებს ავტოგრაფებს. 1-ელ ივნისს, 19:00 საათზე, ავტორთან საჯარო შეხვედრა „ბიბლუსი გალერეაში“ გაიმართება.

ჰოლი სმეილი ბრიტანელი მწერალი და ლიტერატურათმცოდნეა. მისი ნაწარმოებები 23 ენაზეა თარგმნილი, მიღებული აქვს რამდენიმე ლიტერატურული პრემია, მათ შორის Waterstones Children’s Book Prize-ისა და Leeds Book Award-ის ჯილდოები.

„გიკი გოგოს“ (Geek Girl) ექვსტომეული 21-ე საუკუნის პრობლემებზე მოგვითხრობს. საკითხებზე, რომლებიც თანამედროვე თინეიჯერებს გარესამყაროსთან, მშობლებთან ურთიერთობაში აწუხებთ. წიგნი ეხება ისეთ პრობლემურ საკითხებს, როგორიც არის ბულინგი სკოლაში, საკუთარი თავის პოვნა და დამკვიდრება საზოგადოებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]