weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კანის კინოფესტივალი იაპონური ფილმის გამარჯვებით დასრულდა

11:11 ორშაბათი, 21 მაისი 2018

2018 წლის ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენა, კანის რიგით 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმი იაპონური საოჯახო დრამა „მაღაზიის ქურდები“ (Shoplifters / 万引き家族) გახდა. მთავარი ჯილდო „ოქროს პალმის რტო“ ხსენებული ფილმის რეჟისორს, სცენარის ავტორსა და მონტაჟიორ ჰიროკაზუ კორე-ედას გადაეცა.

„მაღაზიის ქურდები“ ტოკიოში მცხოვრებ ღარიბ იაპონურ ოჯახზე მოგვითხრობს, რომელიც ბებიის პენსიით ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. ბოსტნეულის მაღაზიის ქურდობისას ოჯახის წევრი უსახლკარო გოგონას იპოვის, რომელსაც ოჯახი სიღარიბის მიუხედავად იშვილებს, ამ დროს კი დაკარგულ გოგონას პოლიცია ეძებს...

ჟიურიმ, რომლის პრეზიდენტი ესპანელი ორი ოსკარის მფლობელი ავსტრალიელი კინოვარსკვლავი კეიტ ბლანშეტი იყო, იაპონური სოციალური დრამა საუკეთესოდ ცნო.

დანარჩენი მთავარი კინოჯილდოები კი ჟიურის გადაწყვეტილებით ასე გადანაწილდა:

ფესტივალის გრან-პრი წილად ხვდა 70-იან წლებში, კუ-კლუქს-კლანში შეპარული აფრო-ამერიკელი გამომძიებლის რეალური ისტორიის შესახებ შექმნილ ამერიკულ ბიოპიკსა და მის რეჟისორ სპაიკ ლის – BlaKkKlansman.

ჟიურის პრიზით ლიბანელი ქალი რეჟისორი ნადინ ლაბაკი დაჯილდოვდა ფილმისთვის „კაპერნაუმი“.

საუკეთესო რეჟისორის პრიზი აღიარებულმა პოლონელმა რეჟისორმა პაველ პავლიკოვსკიმ მოიპოვა შავ-თეთრი რომანტიკული დრამით „ცივი ომი“.

საუკეთესო სცენარისთვის განკუთვნილი ჯილდო ფესტივალის ჟიურიმ ორ ფილმს არგუნა – საუკეთესო დრამატურგიისთვის დაჯილდოვდნენ: იტალიელი ქალი რეჟისორ-სცენარისტი ალიჩე რორვახერი დრამისთვის – Happy as Lazzaro და აღიარებული ირანელი რეჟისორი ჯაფარ პანაჰი ფილმისთვის „სამი სახე“.

მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის იტალიელი მარჩელო ფონტე დაჯილდოვდა რეჟისორ მატეო გარონეს ფილმისთვის – Dogman.

ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი პრიზი ყაზახმა მსახიობმა სამალ ესლიამოვამ მიიღო ყაზახურ-რუსული დრამისთვის „აიკა“.

კანის წლევანდელ ფესტივალზე ასევე გაიცა სპეციალური „ოქროს პალმის რტო“, რომელიც ლეგენდარულ ჟან-ლიუკ გოდარს გადაეცა ფილმისთვის „ნახატებიანი წიგნი“.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]