weather cur horoscope tv
მაისი 23, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

ბარაკ და მიშელ ობამებმა „ნეტფლიქსთან“ მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმეს

12:54 სამშაბათი, 22 მაისი 2018

ბარაკ და მიშელ ობამებმა პოპულარულ ტელეარხ Netflix-თან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმეს. შეერთებული შტატების ექს-პრეზიდენტი, მეუღლესთან ერთად კომპანიისთვის ფილმებისა და სერიალების წარმოებით დაკავდება. საამისოდ ობამამ საკუთარი კომპანია სახელად Higher Ground Production დააარსა.

ბარაკ ობამას თქმით, სახელმწიფო აპარატში მუშაობის დროს ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესი საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა იყო, რომლებიც რადიკალურად განსხვავებულ სფეროებში მოღვაწეობდნენ. ობამას მათი გამოცდილების ფართო საზოგადოებისთის გაცნობა სურს.

უკვე ცნობილია, რომ თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი მეუღლესთან ერთად დოკუმენტურ ფილმებს, სერიალებსა და მხატვრული ნაწარმოებების ეკრანიზაციებზე იმუშავებს. ამასთანავე ბარაკ და მიშელ ობამები კადრს მიღმა არ დარჩებიან და გარკვეულ ტელეპროექტებში მონაწილეობას პირადად მიიღებენ ანდა წამყვანების ამპლუაში მოგვევლინებიან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]