ბარაკ ობამას თქმით, სახელმწიფო აპარატში მუშაობის დროს ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესი საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა იყო, რომლებიც რადიკალურად განსხვავებულ სფეროებში მოღვაწეობდნენ. ობამას მათი გამოცდილების ფართო საზოგადოებისთის გაცნობა სურს.
უკვე ცნობილია, რომ თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი მეუღლესთან ერთად დოკუმენტურ ფილმებს, სერიალებსა და მხატვრული ნაწარმოებების ეკრანიზაციებზე იმუშავებს. ამასთანავე ბარაკ და მიშელ ობამები კადრს მიღმა არ დარჩებიან და გარკვეულ ტელეპროექტებში მონაწილეობას პირადად მიიღებენ ანდა წამყვანების ამპლუაში მოგვევლინებიან.