weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გურამ დოჩანაშვილი ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა

09:52 პარასკევი, 25 მაისი 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მწერალ გურამ დოჩანაშვილს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა პროზაული ნაწარმოებისათვის „ბრმადყოფილზე, და...“ და ასევე მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის.

გარდა ამისა, მწერალთა სახლში პრეზიდენტმა შოთა რუსთაველის და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა. შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მოქანდაკე გიორგი შხვაცბაია გახდა. მუსიკის დარგში პრემია პიანისტ ალექსანდრე კორსანტიას მიენიჭა, თეატრალური ხელოვნების დარგში კი მხატვარ გიორგი ალექსი მესხიშვილს. საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭათ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, ერეკლე გამყრელიძეს და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ბესიკ იაშვილს.

ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა 2 წელიწადში ერთხელ. პრემია ენიჭება პირს ლიტერატურის დარგში (პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა) უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებ(ებ)ისთვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით. პრემია ითვალისწინებს ფულად ჯილდოს - თითოეულ გამარჯვებულს 5 000 ლარის ოდენობით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]