weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჯეიმს ბონდის ავტომობილს აუქციონზე გაყიდიან

14:54 პარასკევი, 25 მაისი 2018

1965 წელს გამოშვებული ლეგენდარული ავტომობილი Aston Martin DB5, რომელსაც მსახიობი პირს ბროსნანი მართავს ფილმში GoldenEye, 13 ივლისს ბონემის აუქციონზე გაიყიდება. წინასწარი შეფასებებით, მასში 1 200 000-1 600 000 გირვანქა სტერლინგს გადაიხდიან.

ავტომობილის ახლანდელმა მფლობელმა, ბიზნესმენმა მაქს რიდმა ის 2001 წლის 14 თებერვალს ქრისტის აუქციონზე კონკურენტთან მძიმე ბრძოლაში შეიძინა.

აღნიშნული ავტომობილით ფილმში ჯეიმს ბონდი ქართველ ანტაგონისტ პერსონაჟს, ქსენია ონატოპს მისდევდა.

ხსენებული ფილმის გადაღებებზე Aston Martin DB5-ის სამი ავტომობილი გამოიყენეს: ერთი მათგანი - ახლო ხედების გადასაღებად, დანარჩენი ორი კი - დევნის სცენებში. გადამღებმა ჯგუფმა ორი მათგანი ძალიან ცუდ მდგომარეობაში შეიძინა და ცნობილმა ბრიტანულმა კომპანიამ Stratton Motor Company რესტავრაცია ჩაუტარა.

ავტომობილი, რომელსაც ივლისში აუქციონზე გამოიყვანენ, სწორედ ზემოთხსენებული ტრიუკებისთვის იყო განკუთვნილი. გადაღების შემდეგ ის პრომო-ფილმისთვის გამოიყენეს, შემდეგ კი „ასტონ მარტინმა“ ის ექსპონატის სახით დეტროიტის, ლოს ანჯელესისა და კოვენტ გარდენის გამოფენებზე, ასევე ეროვნულ საავტომობილო მუზეუმში გამოიყენა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]