weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სოფელ მატანში სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

17:40 სამშაბათი, 30 მაისი 2017

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ფიდო ფეიქრიშვილის კუთვნილ, 1914 წელს აშენებულ სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

სახლი ერთსართულიანია, აშენებულია რაჭველი ძმების მაისურაძეების მიერ. ზურგის კედელი და სარდაფი ნაგებია რიყის ქვით და აგურით დუღაბზე, დანარჩენი ნაწილი კი ხისაა. აშენებულია ოდასახლის მსგავსად. აივანი აგურის სვეტებს ეყდრნობა. სახლი შედგება სარდაფის, რომელშიც კიბეებითაა ჩასასვლელი, ორი ოთახის, აივნის და სათავსოსგან. ორივე ოთახში ზურგის კედელის შუაში ბუხარია გაკეთებული, მათ აქეთ-იქით კი თაღჩები. სახლს სამხრეთიდან მთელ სიგრძეზე ღია აივანი აქვს, რომელზეც აღმოსავლეთიდან მიდგმული ხის კიბით ადიოდნენ. აივანი მოჩუქურთმებულია. სახლი კრამიტით არის დახურულია.

ფეიქრიშვილის სახლის გარდა, სოფელ მატანში კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ოთხ ეკლესიას მიენიჭა. მათ შორის არის: დიდბატონის კომპლექსი (გვიანი შუა სუკუნეები); სამების ეკლესია (განვითარებული შუა საუკუნეები); ღვთისმშობლის ეკლესია (XIX საუკუნე); ღვთისმშობლის ეკლესია (XIX საუკუნის პირველი ნახევარი).

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი სულ 11 ობიექტს მიენიჭა. ესენია: ახალციხეში, ლ. კეცხოველის სახელობის სამუსიკო სკოლა (1882 წელი); თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ასურეთში მდებარე მარანი (1931 წელი); ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფელ მოლითის რკინიგზის სადგური (1890 წელი); ახალქალაქის მუნიციპალიტეტიში გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ეკლესია (1847 წელი);  ასპინძის მუნიციპალიტეტი, სოფელი სარო, მიხეილ მაღრაძის დარბაზი (XIX ს. 60-იანი წლები); ასპინძის მუნიციპალიტეტი, სოფელი სარო, პეტრე მაღრაძის დარბაზი (XIX საუკუნე).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]