weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტრეტიაკოვის გალერეაში ილია რეპინის ცნობილი ტილო დააზიანეს

17:04 შაბათი, 26 მაისი 2018

მოსკოვში არსებულ ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში უცნობმა მამაკაცმა ცნობილი რუსი რეალისტი მხატვრის, ილია რეპინის ნახატი „ივანე მრისხანე და მისი ძე ივანე 1581 წლის 16 ნოემბერს“ დააზიანა. ფერწერული ტილო ცენტრში სამ ადგილასაა გახეული.

ინციდენტი 25 მაისის საღამოს მოხდა, როდესაც გალერეა იკეტებოდა. დარბაზში დარჩენილმა ბოლო ვიზიტორმა ნახატის მინას რკინის კეტი ჩაარტყა და გატეხა, რის შედეგადაც ტილო სერიოზულად დაზიანდა.

დამნაშავე გალერეის დაცვამ დააკავა. იგი ქალაქ ვორონეჟის მცხოვრები 37 წლის მამაკაცი აღმოჩნდა. დაკავებულის თქმით, რეპინის ტილო მან ნახატზე ასახული არასწორი ისტორიული ფაქტების გამო დააზიანა. მის წინააღმდეგ საქმე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის განადგურების ან დაზიანების მუხლითაა აღძრული.

ილია რეპინმა ხსენებული ნახატი, ასევე ცნობილი როგორც „ივანე მრისხანე კლავს თავის ვაჟს“, 1883-1885 წლებში შექმნა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]