საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის ბოლო დღეების შესახებ შექმნილი ფილმის საფუძვლად პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ მოპოვებული მასალები იქცა. ფილმის გადაღებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მიმდინარეობდა. სცენარის ავტორები ჰოლანდიელი დრამატურგი რულოვ იან მინებო და თავად გიორგი ოვაშვილი არიან. მთავარ როლს ბიოგრაფიულ მხატვრულ ფილმში ირანელი მსახიობი ჰოსეინ მაჰჯუბი ასრულებს.
ოვაშვილთან ერთად, რომელსაც კარლოვი ვარის ფესტივალზე ბროლის გლობუსი 2014 წელს ერგო ფილმისთვის „სიმინდის კუნძული“, წლევანდელ პროგრამაში ასევე მონაწილეობს ბროლის გლობუსის კიდევ ერთი მფლობელი, 2014 წელს გარდაცვლილი პოლონელი რეჟისორი კჟიშტოფ კრაუზე, რომლის სოციალური დრამა რუანდის გენოციდის შესახებ - „კიგალიში ჩიტები ჭიკჭიკებენ“, რეჟისორის მეუღლემ, იოანა-კოს კრაუზემ დაასრულა.
2017 წლის კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური პროგრამა ასეთია:
Arrhythmia (რუსეთი, ფინეთი, გერმანია) რეჟ. ბორის ხლებნიკოვი
Birds Are Singing in Kigali (პოლონეთი) რეჟ. კჟიშტოფ კრაუზე, იოანა კოს-კრაუზე
Breaking News (რუმინეთი) რეჟ. იულია რუგინე
Corporate (საფრანგეთი) რეჟ. ნიკოლა სილიოლი
Keep the Change (აშშ) რეჟ. რეიჩელ ისრაელი
Khibula (საქართველო, გერმანია, საფრანგეთი) რეჟ, გიორგი ოვაშვილი
Little Crusader (ჩეხეთი, სლოვაკეთი, იტალია) რეჟ. ვაცლავ კადრნკა
Men Don’t Cry (ბოსნია & ჰერცეგოვინა, სლოვენია, ხორვატია, გერმანია) რეჟ. ალენ დრლიევიჩი
More (თურქეთი) რეჟ. ონურ საილაქი
Ralang Road (ინდოეთი) რეჟ. კარმა ტაპაკა
The Cakemaker (ისრაელი, გერმანია) რეჟ. ოფირ რაულ გრაიზერი
The Line (სლოვაკეთი, უკრაინა) რეჟ. პეტერ ბებიაკი
კარლოვი ვარის რიგით 52-ე კინოფესტივალი ჩეხეთის საკურორტო ქალაქში 30 ივნისიდან 8 ივლისამდე გაიმართება.