weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დემნა გვასალიამ შემოდგომა-ზამთრის კოლექციისთვის „რუსული ჩექმა“ შექმნა

10:26 ხუთშაბათი, 07 ივნისი 2018

ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას მიერ დაარსებული ბრენდი Vetements, 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციისთვის, რუსეთის საზღვარგარეთის პასპორტის გამოსახულებიან წითელ ჩექმებს გამოუშვებს.

ფეხსაცმლის ფოტო ბრენდის Instagram-ის გვერდზე გამოქვეყნდა და მას სოციალური ქსელის მომხმარებლებს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ერთ-ერთი ქართულენოვანი მომხმარებელი წერს, რომ დიზაინერი რუსულ პასპორტს დასცინის, რადგან „რუსები ასე თავისუფლად არიგებენ პასპორტებს აფხაზეთსა და ზოგადად, საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსული პასპორტი, სინამდვილეში არის სიმბოლო რუსული ჩექმის. დაცინვაა“. ზოგი კი მიიჩნევს, რომ გვასალიამ ძალიან მოდური წითელი ჩექმები შექმნა და არ გონია, რომ ეს დაცინვაა, რადგან გასულ სეზონზე დიზაინერმა ჰუდი შეკერა, რომელსაც USSR ეწერა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]