ფესტივალი დღეს, 20:00 საათზე Jazz Café Singer-ში დაიწყება, ხოლო აბანოთუბანში დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. მსმენელების წინაშე წარსდგებიან შემსრულებლები აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, საქართველოდან და სომხეთიდან. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.
Kavkaz Jazz ფესტივალი 2010 წლიდან ტარდება. ამ დროის განმავლობაში ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა მუსიკოსმა თერთმეტი ქვეყნიდან.