weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

წნორში ფესტივალი „შენს მხარეს ვარ“ გაიმართება

15:22 პარასკევი, 08 ივნისი 2018
ფოტო არქივიდან © სამოქალაქო ინიციატივა ფოტო არქივიდან © სამოქალაქო ინიციატივა

9 ივნისს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ფესტივალი სახელწოდებით „შენს მხარეს ვარ“ გაიმართება. ფესტივალის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართ სტიგმის დაძლევა და მშობლების მონაწილეობით საზოგადოების ცნობიერების შეცვლა.

საღამოს 6 საათიდან წნორის სკვერში გაიმართება ბენდის კონცერტი, მხიარული დრამერებისა და ანიმატორების მარში, ანსამბლ „ათინათის“ ფლეშმობი, კინოჩვენებები და კულინარიული ვორქშოფი. მოეწყობა საბავშვო სექციები (სახეზე ხატვა, ცარცები, გასაფერადებლები, ფრიზბი), სამახსოვრო გიფერი (Giffer), „უცხოგრაფის“ ფოტო-კუთხე და მუსიკის ვორქშოფი „ნატვრის ხე“.

ფესტივალის თანაორგანიზატორები არიან „ხელი ხელს“, ცოდნის კაფე და სიღნაღის შშმ პირთა მშობელთა კავშირი. ფესტივალი იმართება პროექტის „ვორქშოფები დედებისთვის და მამებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან ერთად რურალურ დასახლებებში“ ფარგლებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]