weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფასანაურის საჯარო სკოლას იაკობ ტრიპოლსკის სახელი მიენიჭა

14:17 ორშაბათი, 11 ივნისი 2018
კადრი ფილმიდან „ქალის ტვირთი“ კადრი ფილმიდან „ქალის ტვირთი“

დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის №1 საჯარო სკოლას გამოჩენილი ქართველი მსახიობის იაკობ ტრიპოლსკის სახელი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 2018 წლის 8 ივნისს გამოსცა.

თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი იაკობ (იაშა) ტრიპოლსკი 1919 წლის 31 დეკემბერს ფასანაურში დაიბადა. 1941 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1942 წლიდან იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს სხვადასხვა ხასიათის როლები: მ. შ. მანუჩა (ვ. კანდელაკის „მაია წყნეთელი“), იასონი (შ. დადიანის „ნინოშვილის გურია“), ტიბალტი, მალვოლიო (შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, „მეთორმეტე ღამე“), თინიბეგი (მრევლიშვილის „ზვავი“), ბახა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), დათიკო („მე ვხედავ მზეს“ დუმბაძის მიხედვით), გიჟუა, მოურავი (ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“) და სხვ.

იაკობ ტრიპოლსკის კინოში იღებდნენ 1943 წლიდან. შესრულებული აქვს არაერთი როლი: თეიმურაზი („ქეთო და კოტე“), ანდრია („შეხვედრა წარსულთან“), სტალინი („მიზნის არჩევა“), ზურაბ გურგენიძე („ქალის ტვირთი“), თორღვაი („ხევისბერი გოჩა“) და ა.შ.1950 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის, 1966 წელს კი საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. გარდაიცვალა 1988 წელს.

იაკობ ტრიპოლსკი საქართველოს მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრის ერეკლე ტრიპოლსკის მამაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]