ხსენებულ ფესტივალზე ქართული ჯგუფებიდან Soft Eject და „მწვანე ოთახი“ დაუკრავენ.
ДДТ, რომლის სოლისტი იური შევჩუკი კრემლის ცნობილი კრიტიკოსია და არაერთ გამოსვლაში უთქვამს, რომ პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი საქართველოსა და უკრაინაში ატარებს, მისი პირადი ტრაგედიაა, საქართველოში უკანასკნელად 2012 წელს Tbilisi Open Air ფესტივალზე იყო ჩამოსული.