weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ეს მთავრობა მაღალი კატეგორიების აზრზე არ არის – გიორგი შენგელაია

14:31 ოთხშაბათი, 20 ივნისი 2018

ცნობილი ქართველი კინორეჟისორი გიორგი შენგელაია კულტურის სამინისტროს გაუქმებასა და განათლების სამინისტროსთან გაერთიანების იდეას აკრიტიკებს.

„ეს მთავრობა მაღალი კატეგორიების აზრზე არ არის. კულტურა არის ძალიან მაღალი კატეგორიის სფერო. სახეზე არ ეტყობათ, რომ ჭკუა არავის აქვთ, პრემიერ-მინისტრის ჩათვლით. იბრიქება რაღაცას, დადის. ყველამ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილის ვიღაცის რაღაცის რაღაცაა და ბიძინამ პირდაპირ დანიშნა. ბიძინა თვითონ არ ერკვევა არაფერში. მე ამასწინათ ინტერვიუში ვთქვი, რომ უკითხავი კაცია. უკითხავი იცით რა არის? ტრაგედიაა“, - განაცხადა გიორგი შენგელაიამ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ახალ მთავრობაში, რომლის ფორმირება სამ კვირაში იგეგმება, მინისტრების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი სამინისტრო, რომლის გაუქმებაც იგეგმება, კულტურისა და სპორტის სამინისტროა.

დღეს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ მისი უწყების განათლების სამინისტროსთან გაერთიანების შესახებ კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს.

„პრინციპულად შეუთავსებელი და აბსოლუტურად შეუძლებელი ეს არ არის, თუმცა რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული საბოლოო ჯამში ამა თუ იმ სამინისტროსთან მიმართებაში, კონსულტაციების დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი. ახლი კაბინეტის წევრების წარდგინება არის მთლიანად პრემიერის პრეროგატივა, ამიტომ, ალბათ, პრემიერი მიიღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ კონკრეტულ მინისტრთან მიმართებაში“, - აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]