weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლაგოდეხში ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი 23 ივნისიდან დაიწყება

15:15 ოთხშაბათი, 20 ივნისი 2018
ფოტო: BluesFEST / Facebook ფოტო: BluesFEST / Facebook

ლაგოდეხში, ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი 23 ივნისიდან დაიწყება და 18 აგვისტომდე გაგრძელდება. პირველ დღეს ფესტივალს ჩიკაგოს ერთ-ერთი საუკეთესო ბლუზ ვოკალისტი დეტრა ფარი, ასევე, ბლუზ ბენდი & გია ძაგნიძე გახსნიან.

30 ივნისს ფესტივალზე გამოვა შერონ ლუისი, მოდერნ ბლუზ ბენდი & გია ძაგნიძე; 7 ივლისს - ჩარლზ ბარტონი, ვოვა მოგელაძე & ბლუზ მობაილ ბენდი; 14 ივლისს - ჯეისი სმიტი, ოლდ როუდ ბენდი, შოთა ძაგნიძე; 21 ივლისს - კენი „ბლუზ ბოს“ ვეინი, ირაკლი კიკვაძე და პოლ კოკსი; 28 ივლისს - სობო, მამუკა ჩიხლაძე, ბლუზ ფაქტორი; 4 აგვისტოს - ბლუზ ქამპანი; 11 აგვისტოს - შანა უოტერსთოუნი, მოდერნ ბლუზ ბენდი & გია ძაგნიძე; 18 აგვისტოს - მოდერნ ბლუზ ბენდი & გია ძაგნიძე, ს. ვორონოვი.

კონცერტები ყოველ შაბათს, 19:00 საათზე დაიწყება. ფესტივალის ბილეთების ფასი 20 ლარიდან იწყება და 70 ლარამდეა.

ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი ლაგოდეხში წელს მეორედ, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის მიზანი საქართველოში მაღალი მუსიკალური გემოვნების პოპულარიზაცია, ასევე ღვაწლმოსილი ქართველი ბლუზმენებისთვის პატივის მიგება, ახალი ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და ხელშეწყობაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]