მოწვეულ წევრებს შორის ყველაზე პატარა 14 წლის ოსკარის ნომინანტი მსახიობი კუავენჟანე უოლისია, ხოლო ყველაზე მხცოვანი - 86 წლის რუსი კომპოზიტორი სოფია გუბაიდულინა.
ახალმოწვეულ წევრებს შორის 49% ქალია, ხოლო 38% - ფერადკანიანი. ახალი კანდიდატების თანხმობის შემთხვევაში, ქალების საერთო პროცენტი აკადემიაში 31% იქნება. ფერადკანიანი წევრების რაოდენობა კი საერთო ჯამში 16% გახდება.
მოწვეული 928 წევრიდან 17 ოსკაროსანია, 92 კი - ოსკარის ნომინანტი. ახალ წევრთა სრული სია შეგიძლიათ ნახოთ აქ.
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ამერიკის კინოაკადემიას ორი ქართველი წევრი ჰყავს, ესენი არიან: ზაზა აბაშიძე და ნანა ჯორჯაძე.