გელა კანდელაკის დაჯილდოების ცერემონიალი 6 ივლისს ვილნიუსში, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.
გელა კანდელაკს წლების წინ ლიეტუვაში წასვლას და იქ პედაგოგიურ მოღვაწეობას, ლიეტუვური ჩრდილების თეატრის შექნმას სთავაზობდნენ. რეჟისორმა საქართველოში დარჩენა და ქართულ დასთან მუშაობა გააგრძელა. ამის შემდეგ მისი ლიუტუველი მოწაფეები საქართველოში ჩამოვიდნენ და გელა კანდელაკთან 2 წელი ეუფლებოდნენ ჩრდილების ხელოვნებასა და მსახიობის ოსტატობას.
2017 წლის 27 მაისს, მთელ მსოფლიოში უნიკალური ქართული ხელის ჩრდილების თეატრი საერთაშორისო ბრენდი გახდა: შეიქმნა შვილობილი ბრენდი „ბუდრუგანა-ლიტვა“. მათ პირველი სპექტაკლი თბილისში ითამაშეს. ლიეტუვაში დაბრუნების შემდეგ კი თავიანთ ქვეყანაში განაგრძეს სპექტაკლების წარმატებით ჩვენება.