weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დემნა გვასალიამ საქართველოთი შთაგონებული ახალი კოლექცია წარადგინა

13:22 ორშაბათი, 02 ივლისი 2018

დემნა გვასალიამ პარიზში Vetements-ის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა, რომელიც საქართველოთი და იმ ძალადობით არის შთაგონებული, რომელიც მან და მისმა ოჯახმა 1992 წელს გადაიტანა. დემნა გვასალიას თქმით, სამშობლოსთვის მიძღვნილი კოლექციის გარდა, მობილური აპლიკაციაც შექმნა, რომელიც დანარჩენ მსოფლიოს საქართველოს ბრძოლის შესახებ მოუთხრობს.

დიზაინერს კოლექცია გაფორმებული აქვს წარწერებით „საქართველო“, „სოხუმი“, „უფალო შეგვიწყალენ“, „ტანსაცმელი“, „თავისუფალი ზონა“, „WE DANCE TOGETHER, WE FIGHT TOGETHER“, რითიც წარმოაჩენს არა მხოლოდ ისტორიულ დეტალებს, არამედ ეხმიანება საქართველოში მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებს, თუნდაც ცოტა ხნის წინ თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებს, რაც ღამის კლუბ „ბასიანში“ სპეცრაზმის შესვლას მოჰყვა.

„40-ზე მეტი მოდელი საქართველოდან არის. მე მათ ვიყენებ, როგორც ახალგაზრდების ხმას, რომელიც არ გააჩნიათ - რეპრესირებულები არიან პილიტიკური რეჟიმის მიერ და ვერ წარმოაჩენენ ან აჩვენებენ ისმას, რასაც ფიქრობენ. საქართველოში ნამდვილი თავისუფლება არ არის. ეს გამოვიარე და გავაანალიზე, რომ ეს იყო ძალიან მტკივლეული ჩემთვის და მჭირდებოდა მისი გარეთ გამოტანა“, - ამბობს გვასალია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]