თარიღის დადასტურების შემთხვევაში ქვაზე ამოტვიფრული წარწერები ეპიკური პოემის უძველესი ჩანაწერი გახდება საბერძნეთში ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის. რაც შეეხება ზოგადად უძველეს ვერსიას, ის აღმოჩენილია ეგვიპტეში, პერგამენტებზე ამოტვიფრული ტექსტის სახით და მიეკუთვნება ძვ. წ. მესამე საუკუნეს.
საყოველთაო მოსაზრების თანახმად, უსინათლო ჰომეროსის „ოდისეა“ ძვ. წ. მერვე საუკუნეში შეიქმნა. ნაწარმოები თაობიდან თაობას ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა.