weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბაკურციხის კულტურის სახლი საპატრიარქოს გადაეცა

14:56 ორშაბათი, 05 ივნისი 2017

გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში მდებარე ახლადრეაბილიტირებული კულტურის სახლი საპატრიარქოს გადაეცა. ეს გადაწყვეტილება გურჯაანის საკრებულოს სხდომაზე დღეს მიიღეს. როგორც „რეგინფოს“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განუცხადეს, შენობის გადაცემის თხოვნით გამგეობას საპატრიარქომ მიმართა.

გურჯაანის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის ლევან ხაზიურის ინფორმაციით, კულტურის სახლში დაგეგმილია სამრევლო სკოლის, აგროსკოლის, ქართული ტრადიციული სამრეწველო საამქროებისა და სახელოსნოების ამუშავება. ასევე, გათვალისწინებულია სივრცე ბიბლიოთეკისთვის, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზებისთვის.

„ხელშეკრულების თანახმად, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის გაფორმდება, ბაკურციხის კულტურის სახლის შენობაში საპარტრიარქო წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის შრომისა და კულტურის სახლის გახსნას უზრუნველყოფს. თუ მუნიციპალიტეტს შენობა თავისი საჭიროებისთვის დასჭირდება, შესაძლებელი იქნება ხელშეკრულება შეწყვიტოს“, - განუცხადა „რეგინფოს“ ლევან ხაზიურმა.

ბაკურციხის კულტურის სახლის რეაბილიტაცია 2017 წლის იანვარში დასრულდა. სამუშაოები საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განხორციელდა და 2 მილიონზე მეტი დაიხარჯა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]