ვერცხლის მედალი საბა ლეფსვერიძემ, ხოლო ბრინჯაოს მედლები ნიკა ბირკაძემ, თემო თოლორაიამ, სანდრო ხოხიაშვილმა, დიმა კორკოტაშვილმა და ლუკა მუშკუდიანმა მოიპოვეს.
ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდმა ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა და 252 შესაძლებელიდან 212 ქულა დააგროვა.
მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები 2018 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის შედეგების მიხედვით შეირჩნენ.