weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის პირველ ღონისძიება თუშეთში გაიმართება

11:58 პარასკევი, 20 ივლისი 2018

ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის პირველი ღონისძიება 28 ივლისს, 20:30 საათზე სოფელ ომალოს ცენტრში დაიწყება. ღონისძიების ფარგლებში, ღია ცის ქვეშ გაიმართება ფოტოჩვენება და საჯარო ლექცია.

ღონისძიების პროგრამა თანამედროვე მსოფლიო ფოტოგრაფიის ავტორების ნამუშევრებზე შექმნილ სლაიდშოუსა და უნიკალური თუში ფოტოგრაფის, შალვა ალხანაიძის ფოტოგრაფიული მემკვიდრეობის პრეზენტაციას გააერთიანებს.

ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის ინფორმაციით, სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის შექმნის იდეა ქართული ფოტოგრაფიის პიონერის, ალექსანდრე როინაშვილის კავკასიური მოძრავი მუზეუმითაა შთაგონებული.

პროექტი სამხრეთ კავკასიაში არსებული შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერაა დაფინანსებული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]