„ჰაიტიზე დავიბადე და ამერიკაში 10 წლის ასაკში ჩავედი. მუსიკალურ ჯგუფ Fugees-ის შემდეგ იყო უიტნი ჰიუსტონი, სანტანა, შაკირა და სხვები. მიყვარს მუსიკისას ვარსკვლავების შექმნა და ამიტომ ვიყავი მათი პროდიუსერი. მუსიკა ჩემთვის მუსიკაა, ჟანრებს არ გამოვყოფ. ხვალინდელი ჩემი შოუ იქნება დროში მოგზაურობა და იმდენს იცეკვებთ, სამოსის გამოცვლაც დაგჭირდებათ. ჩემი ჩანაწერების მოსმენისას ნახავთ, როგორ გავარღვიე ბარიერები. ბევრი რამ ვიცოდი თქვენს ქვეყანაზე, მომწონს გარემო და ღვინო. დღეს ქალაქს დავათვალიერებ“, – განაცხადა უაიკლეფ ჟანმა.
Fugees-სთან ერთად მოპოვებული პოპულარობისა და აღიარების შემდეგ, უაიკლეფ ჟანი კიდევ უფრო ცნობილი გახდა ისეთი სიმღერებით, როგორებიცაა: “Guantanamera”, “Perfect Gentleman”, “911”, “Hips Don’t Lie”.