weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ამერიკაში ქართველი კარატისტების კულტურის ფესტივალი გაიმართება

10:28 ორშაბათი, 23 ივლისი 2018

ამერიკაში ქართული კარატეს კლუბის Philly Karate Club დამფუძნებელი გიორგი ელიზბარაშვილი საქართველოს ელჩს, დავით ბაქრაძესა და საქართველოს კონსულს, გიორგი არჩემაშვილს შეხვდნენ, რისი მიზანიც სხვადასხვა ღონისძიებებისა და ფესტივალების დაგეგმვა იყო, რაც ქართული კულტურის ამერიკაში მეტად წარმოჩენასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

ქალაქ ფილადელფიაში მდებარე ხსენებული ქართული კლუბისთვის გასული წელი ძალიან წარმატებული იყო, რადგან გახსნიდან ერთ წელიწადში, პენსილვანიის შტატისა და ამერიკის ჩემპიონატებზე მონაწილე ბავშვები საპრიზო ადგილებზე გავიდნენ და მედლები მოიპოვეს. მათგან რამდენიმე შტატისა და ამერიკის ჩემპიონიც კი გახდა. ამერიკის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი ნელსონ ალერსი კლუბის აქტიური მხარდამჭერია, იგი პირადად უტარებს კარატისტ ბავშვებს სემინარებსა და საკვალიფიკაციო გამოცდებს.

Philly Karate Club-ისთვის ამჟამად მთავარი მოვლენა ფილადელფიაში ახალი დარბაზის გახსნაა. სპორტდარბაზში ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც აგვისტოში დასრულდება, სექტემბერში კი ოფიციალური გრანდიოზული გახსნა იგეგმება.

რაც შეეხება დაგეგმილ ქართული კულტურის ფესტივალს, მასში არამხოლოდ ქართული კარატე იქნება წარმოდგენილი, არამედ - ქართული კულტურის, ღვინისა და სამზარეულოს ტრადიციები, რომელსაც ფილადელფიაში არსებული ქართული რესტორანი Georgian Bakery and Cafe გამართავს. ფესტივალს აგრეთვე შესაძლოა დაემატოს მასშტაბური ბიზნესფორუმი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]