weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

სამშვილდეში მეფე გიორგი III-ის, ლაშა-გიორგისა და თამარ მეფის მონეტები აღმოაჩინეს

01:03 ხუთშაბათი, 02 აგვისტო 2018

„დედოფალი დიდებული, მშვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, თამარ ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი“, - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეს წარწერაა დატანილი თამარ მეფის მონეტაზე, რომელიც არქეოლოგიურმა ექსპედიციამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სამშვილდის ნაქალაქარში აღმოაჩინა.

სააგენტოს ცნობით, სამშვილდის ციტადელში ერთ-ერთი სათავსოს იატაკის დონეზე არქეოლოგებმა ხის ყუთში დაგროვებულ მონეტების განძს მიაგნეს. გათხრების შედეგად გამოვლენილ განძს არქეოლოგები დიდი ალბათობით განვითარებულ შუა საუკუნეებს, სავარაუდოდ XII-XIII საუკუნეებს, მიაკუთვნებენ. განძში მეფე გიორგი III-სა და მეფე ლაშა-გიორგის მონეტებთან ერთად თამარ მეფის მონეტაც იყო.

„აღმოჩენილია 270 მონეტა, რომელთაგანაც ჯერ-ჯერობით მხოლოდ 5 გაიწმინდა და ამ 5 მონეტიდან 3 აღმოჩნდა სამეფო მონეტა. კერძოდ, ერთი არის გიორგი III-ის, მეორე თამარ მეფის, ხოლო მესამე ლაშა-გიორგის გახლავთ. განძში მონეტების გარდა შედიოდა სპილენძის ზოდები და ფულადი ემისიისთვის განკუთვნილი სპილენძის ფირფიტები, რაც გვაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ სამშვილდეში ზარაფხანა და შესაძლოა, სამეფო ზარაფხანაც კი არსებობდა“, - ამბობს პროფესორი დავით ბერიკიშვილი „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

სამშვილდის ნაქალაქარის არქეოლოგიური ექსპედიცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. კვლევებს პროფესორი დავით ბერიკაშვილი ხელმძღვანელობს. სამეცნიერო კვლევა-ძიების პროცესი 2013 წლიდან მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]