როგორც ირკვევა, პოპულარული ფილმის ნომინაციაში ფანების ფავორიტი ბლოკბასტერები მოხვდება. ბევრი კრიტიკოსის აზრით, ეს გადაწყვეტილება ოსკარების პრესტიჟს დაწევს, რადგან სიახლე MTV-ის კინოდაჯილდოების მსგავსი ნომინაციაა.
სხვა ახალი წესი კი ცერემონიის ხანგრძლივობას უკავშირდება. ბევრი ადამიანის მოსაზრებით, შოუ საკმაოდ გრძელია, ამიტომაც კინოაკადემიაში გადაწყვეტილება მიიღეს და პირდაპირი ეთერისას ყველა ნომინაციაში გამარჯვებულს აღარ აჩვენებენ.
კინოაკადემიის აღმასრულებელი დირექტორის, დოუნ ჰადსონის განმარტებით, გამარჯვებული ყველა კატეგორიაში გამოვლინდება, თუმცა ზოგიერთი მათგანიდან გამარჯვებულის დასახელების მომენტი დამონტაჟდება და პირდაპირი ჩვენებისას ისე გადაიცემა.