weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

დემნა გვასალიას „მოდის ოსკარად“ წოდებული CFDA-ს ჯილდო გადაეცა

14:37 ოთხშაბათი, 07 ივნისი 2017

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მოდის ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟული ამერიკული დაჯილდოების, მოდის ოსკარად წოდებული CFDA-ს გამარჯვებული გახდა.

როგორც დაჯილდოების ოფიციალური ვებგვერდი ჯერ კიდევ  თვეების წინ იტყობინებოდა, საერთაშორისო ჯილდო მოდის სფეროში შეტანილი შემოქმედებითი წვლილისთვის დემნა გვასალიას „ვეტმანისა“ (Vetements) და „ბალენსიაგასთვის“ (Balenciaga) შექმნილი კოლექციებისთვის გადაეცა.  CFDA-ს დაჯილდოების ცერემონია 5 ივნისს ნიუ-იორკში გაიმართა. დემნა გვასალიამ მიღებული ჯილდო ბებიას მიუძღვნა.

აღსანიშნავია, რომ CFDA მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მაღალი დონის ჯილდოდ ითვლება და მას უმეტესად ლეგენდად ქცეულ დიზაინერებს გადასცემენ.

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მსოფლიო საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 2009-2012 წლებში Maison Martin Margiela-ში ქალების კოლექციის მთავარი დიზაინერის პოზიცია დაიკავა. 2013-2015 წლებში კი „ლუი ვიტონიs“ მოდის სახლის მთავარ დიზაინერებს შორის მოხვდა. პარალელურად, 2014 წლიდან გვასალია მუშაობდ მის მიერ შექმნილი ბრენდის „ვეტმანის“ კოლექციებზეც. 2015 წლის ოქტომბერში  დემნა გვასალია ფრანგული მოდის სახლ „ბალენსიაგას“ სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. აღნიშნულ ამპლუაში გვასალიას დებიუტი 2016 წლის პარიზის მოდის კვირეულზე შედგა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]