weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქობულეთში როკ-ჯგუფ ДДТ-ს კონცერტი ჩაიშალა

16:06 ოთხშაბათი, 15 აგვისტო 2018
ფოტოზე DDT ფოტოზე DDT

25 აგვისტოს ქობულეთში დაგეგმილი Kobuleti Ozone Fest აღარ გაიმართება, შესაბამისად, გაუქმდა ფესტივალზე მიწვეული ჯგუფების, ДДТ-სა და Nemra-ს კონცერტები. ДДТ ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული.

ფესტივალის ორგანიზატორების განმარტებით, მთელი რიგი გარემოებების გამო, ფესტივალის მზადების პროცესი შეფერხდა, რამაც მის ხარისხიანად ჩატარებას საფრთხე შეუქმნა.

„Kobuleti Ozone Fest წელს აღარ გაიმართება და ვეცდებით ამ ფესტივალის ჩატარების იდეა უფრო კარგი დროისთვის გადავდოთ. იმედია, უცხოეთიდან მოწვეული ბენდები გაისად, მეათე საიბულეო Tbilisi Open Air-ზე გამოვლენ. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათ კი, ვისაც Kobuleti Ozone Fest-ის ბილეთები უკვე შეძენილი აქვთ, საფასურის დაბრუნებას ან Tbilisi Open Air 2019-ის სამდღიან საშვზე გადაცვლას სთავაზობენ.

Kobuleti Ozone Fest წელს პირველად იმართებოდა. პროექტის პარტნიორები და მხარდამჭერები იყვნენ აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, ქობულეთის მერია, ქობულეთის საკრებულო და Castello Mare Hotel & Wellness Resort.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]