weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ცხენბურთი და სხვა ცხენოსნური თამაშობები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა

11:58 ოთხშაბათი, 22 აგვისტო 2018

ქართული ხალხური ცხენოსნური თამაშობები - ისინდი, ცხენბურთი, ყაბახი და მარულა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.

„ცხენოსნობასთან დაკავშირებული ტრადიციები საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. ეს არის კულტურა, რომელსაც ხელშეწყობა და შენარჩუნება ესაჭიროება, რათა სამომავლოდ საქართველოს სოფლებსა თუ ქალაქებში უფრო აქტიურად გაიმართოს საცხენოსნო თამაშობები, აღდგეს ცხენის აღკაზმულობის დამზადების ტრადიცია, მეტი ყურადღება მიექცეს ცხენის ადგილობრივი ჯიშების გამრავლებას“, - ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში 41 კულტურული ელემენტია შესული. უახლოეს მომავალში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არაერთ ელემენტს მიენიჭება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]