ფესტივალზე სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებათა შორისაა მოზაიკოს ალექსანდრე კორნოუხოვის ნამუშევრების გამოფენა, 2008 წლის ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა და მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა ჩრდილების თეატრის წარმოდგენა, თაკო რობაქიძის ფილმი და ფოტოპროექტი „მცოცავი საზღვრები“ და სხვა.
ფესტივალზე ნაჩვენები იქნება გერმანელი, რუსი, ბელარუსი და ქართველი რეჟისორების ანიმაციური ფილმები, მათ შორის - პეტრე თომაძის „ჩაი“, მამუკა ტყეშელაშვილის „მეთევზე და გოგონა“ და ნოდარ ბეგიაშვილის „ფრაგმენტები ვეფხისტყაოსნიდან“