weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ორნელა მუტის რუსეთის მოქალაქეობა სურს

16:03 სამშაბათი, 04 სექტემბერი 2018

იტალიელ კინოვარსკვლავ ორნელა მუტის თქმით, მას რუსეთის მოქალაქეობის მიღება სურს. 63 წლის მსახიობმა განცხადება რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გააკეთა, სადაც იგი საბალეტო წარმოდგენა „ბროლის სასახლეში“ მონაწილეობის მისაღებადაა ჩასული. წარმოდგენა 10 სექტემბერს კრემლის სასახლეში გაიმართება.

„რუსეთში საცხოვრებელი ადგილი მაქვს, მოსკოვში ჩაწერილი ვარ, მაგრამ მოქალაქეობა და რუსეთის პასპორტი არ მაქვს. რუსეთის მოქალაქეობის მიღებას, რასაკვირველია, ვისურვებდი, რატომაც არა?“ - აღნიშნა ორნელა მუტიმ.

ლეგენდარულმა მსახიობმა ასევე გაიხსენა, რომ პაპა მეფის კარზე მედიკოსად მუშაობდა, ბებია კი პიანისტი იყო და ხაზი გაუსვა, რომ შესაძლოა, სწორედ რუსული ფესვების გამოა მისი ოჯახი ასეთი არტისტული.

ორნელა მუტის, იგივე ფრანჩესკა რომანა რიველის მხრიდან რუსეთის მოქალაქედ გახდომის შესახებ მედია ადრეც წერდა, როდესაც 2010 წელს ვეტერანი მსახიობი იმ დროს რუსეთის პრემიერ ვლადიმირ პუტინთან ერთად სანქტ-პეტერბურგში გამართულ საქველმოქმედო ვახშამზე იმყოფებოდა. რუსეთში ჩასასვლელად მან ავადმყოფობის შესახებ ცნობა გააყალბა, რათა გაეცდინა სპექტაკლი, რომელშიც მთავარ როლს ასრულებდა. დოკუმენტის გაყალბების გამო ორნელა მუტის იტალიაში რვა თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, რომელიც შემდეგ პირობითი სასჯელით შეუცვალეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]